Робота для біженців з України
დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი - დეკრეტის შემცვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი - დეკრეტის შემცვლელი
მომწოდებელი: თეთრი კვადრატი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.

ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".

"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე - დეკრეტის შემცვლელად, 5 თვიანი კონტრაქტით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედია არხების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სტრატეგიული მართვა
** ვებსაიტების ადმინისტრირება, მონიტორინგი და შინაარსობრივი განახლება
** Meta Ads და სხვა ციფრული რეკლამების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი
** ვიზუალური და ტექსტური კონტენტის დაგეგმვა და შექმნაში მონაწილეობის მიღება
** ვიდეო კონტენტის წარმოების პროცესში აქტიური მონაწილეობა
** გრაფიკულ დიზაინერთან და სხვა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
** ციფრული კამპანიების ანალიტიკა (Google Analytics, Meta Insights და სხვა)
** ბაზრის, მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების ციფრული გარემოს ანალიზი
** ბრენდის ციფრული იმიჯის შენარჩუნება და გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სოციალური მედია პლატფორმების სტრატეგიული მართვის გამოცდილება
** Meta Business Suite და Ads Manager-ის კარგად ფლობა
** კონტენტის დაგეგმვის, წერისა და ვიზუალური თარგმნის უნარი
** ვიდეოს და ვიზუალური კონტენტის შექმნაში მონაწილეობისთვის საჭირო შემოქმედებითი ხედვა
** სარეკლამო ბიუჯეტების დაგეგმვის და კამპანიების ეფექტიანობის შეფასების უნარი
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი 2025 წელი.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე