დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "ავერსის კლინიკის" აცხადებს იურისტის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში. (თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა")
სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებისა და მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, მათი ვიზირება და საჭიროებისას მათ შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება;
** სამართლებრივი საკითხების განხილვისას ორგანიზაციის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოში;
** ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ სამართლებრივი დოკუმენტაციის/დასკვნის მომზადება;
** ორგანიზაციისადმი არსებული დავალიანების გამოვლენასა და ამოღებაში მონაწილეობის მიღება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი (მარნეული) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა - 10/07/2025
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|