დასახელება:
შინ მოვლის პროგრამის მომვლელი/ძიძა
|
მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შინ მოვლის პროგრამის მომვლელის/ძიძის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი" 25 წელზე მეტია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მომვლელი/ძიძა შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს.
შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში, ძიძა ზრუნავს ბენეფიციარის მოვლაზე და ამავე პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს შშმ ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობა და მისი უფლებების დაცვა;
** ბენეფიციარის ფიზიკური მოვლა (მათ შორის, ტუალეტისა და სხვა ჰიგიენური პროცედურებისას) და მასზე მეთვალყურეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარისთვის საკვების მომზადება და კვების პროცესში დახმარება;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების (ფუნქციური) განვითარებაზე ზრუნვა
** ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერა მოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვის საკითხებში;
** მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი) წევრების მიერ, ბავშვთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
** თვეში ერთხელ, პროგრამის კოორდინატორის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე სავალდებულო დასწრება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მიერ დაგეგმილ ტრენინგზე დასწრება.
ცოდნა, კვალიფიკაცია:
** ძიძად ან მომვლელად მუშაობის გამოცდილება (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მედპერსონალის დამხმარის, სანიტრის ან მედდის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო დატვირთვა: განაკვეთი და გრაფიკი შეთანხმებით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 31 ივლისი.
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|