Робота для біженців з України
პიცის მომზადების ჯუნიორ სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიცის მომზადების ჯუნიორ სპეციალისტი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
დომინოს პიცა (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს.

პოზიცია: პიცის მომზადების ჯუნიორ სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი - ვაკე, საბურთალო, ისანი, ვარკეთილი. (კანდიდატი გადანაწილდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად)
სამუშაო საათები: 5/2 ცვლებში სამუშაო.
ცვლა 1 - 10:00 - 18:00
ცვლა 2 - 18:00 - 02:00 (ტრანსპორტირება)
(ცვლები არის მონაცვლეობითი კვირის განმავლობაში)
ანაზღაურება: 800- 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
** პიცის აწყობა, მომზადება
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება ნულიდან.
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ:
შეავსოთ ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1qMQkhiqsuZXAFU0T5T9tiG7-r5mhyKZo1VQJZGsXX3M/edit ან გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dominosteam.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პიცის მომზადების ჯუნიორ სპეციალისტი".

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 329 886

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე