დასახელება:
მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერთან და კატეგორიის/ბრენდის მენეჯერებთან შეთანხმებით, ბრენდების მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციის გეგმების შემუშავება - საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის და ბიუჯეტის შედგენა;
** მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმის ხარისხიანად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული კომუნიკაციის აქტივობების შედეგების მონიტორინგი და შედეგების შეფასება; შედეგების რეპორტინგი მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერთან და კატეგორიის/ბრენდის მენეჯერებთან.
** სხვადასხვა საკომუნიკაციო კამპანიისთვის ან აქტივობისთვის შესაბამისი ქონთენთის / მასალების (სატელევიზიო ვიდეოები და აუდიო რგოლები ტვ და რადიო არხებისთვის, ციფრული არხების ვიზუალები, სმს ტექსტი, ფოტო მასალა, სხვ.) წარმოებაში მონაწილეობის მიღება, დიზაინერებთან, ოპერატორებთან, მემონტაჟეებთან და სხვა ადამიანურ რესურსებთან თანამშრომლობით;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო კამპანიისთვის ან აქტივობისთვის შესაბამისი ქონთენთის / მასალების შექმნის მიზნით ბრიფების შემუშავება და შემსრულებელთან თანამშრომლობა;
** ბრენდების ბაზარზე ლონჩისა თუ სხვადასხვა კამპანიებისთვის 360-იანი მხარდაჭერის დროული და ხარისხიანი განხორციელების უზრუნველყოფა.
** სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა და საკომუნიკაციო აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაციის და მარკეტინგული მასალების მიმოცვლა;
** კონკურენტების მარკეტინგული კომუნიკაციების აქტივობების და კამპანიების მონიტორინგი და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი (ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი) ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** სტრატეგიული აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პროექტების მართვის უნარი;
** შემოქმედებითი უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი.
|
|
|
|