Робота для біженців з України
ორსულთა შემდგომი მოვლის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორსულთა შემდგომი მოვლის კოორდინატორი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"ნიუ ლაიფ ჯორჯია", რომელიც წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელს - აცხადებს ვაკანსიას ორსულთა შემდგომი მოვლის კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი კომუნიკაცია სუროგატსა და მშობლებთან, მათი მუდმივი ინფორმირება პროცესის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით;
** მშობლების ჩამოსვლისა და გამგზავრების კოორდინაცია, პროცესებში ჩართულობა და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის მიწოდება;
** მშობიარობის პროცესის მიდევნება და მისი სწორად მიმდინარეობის შემოწმება;
** მშობლებისთვის დახმარება დაბადების მოწმობის აღებასა და საელჩოსთვის დოკუმენტების შეგროვება;
** გადახდების კოორდინაცია - ინვოისების მომზადება და მშობიარობის საფასურის გადახდის გადამოწმება, სუროგატი დედის სრული კომპენსაციის გადახდის მონიტორინგი დაბადების მოწმობის გაცემამდე;
** კომპანიის პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო, მენეჯმენტის ან მათთან დაკავშირებულ დარგში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** რელევანტური სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** • დროის ეფექტური მართვის უნარი.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusfertility.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე