Робота для біженців з України
მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: BB ლიზინგი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"BB ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მარკეტინგის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, მართვა, ანალიზი;
** არსებული ვებ-გვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, გუნდთან ერთად;
** პერიოდულად ბაზარზე დაკვირვება, ტენდენციების შესწავლა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ფინანსურ სექტორში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ინგლისურის ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე