დასახელება:
უფროსკლასელთა კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2025-2026 სასწავლო წლის უფროსკლასელთა კოორდინატორის (ჰაუსმასტერის) პოზიციაზე, გელოვანის ფილიალში.
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივცრე, რომელსაც უკვე 24 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
პოზიციის აღწერილობა:
ბაქსვუდის სკოლაში ჰაუსმასტერი წარმოადგენს უფროსი საფეხურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა ასაკობროვი ჯგუფის/ჰაუსის მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას და მის წევრ მოსწავლეთა სააღმზრდელო პროცესებს. ჰაუსმასტერის უმთავრესი მისიაა სკოლის სივრცეში საკუთარი ჰაუსის მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებაზე და ჯანსაღ და მეგობრულ ურთიერთობებზე ზრუნვა.
ჰაუსმასტერის ძირითადი ფუნქციები მოიცავს:
** ეროვნული სასწავლო გეგმისა და ბაქსვუდის სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება და განხორციელება (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.);
** სადილის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში კლასზე/ჰაუსზე მეთვალყურეობასა და შესაბამის მხარდაჭერას;
** საკლასო და კლასის გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას (ექსკურსია, ლაშქრობა, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიებები და ა.შ.)
** მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის განხორციელებას, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა/კოორდინაციას (ასეთი საჭიროების შემთხვევაში);
** მშობელთან ინტენსიურ და ოპერატიულ კომუნიკაციას (ელ.დღიური, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხევაში, მშობლის ვიზიტის დაგეგმვა);
** საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული განვითარებისა თუ ქცევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც);
** გამოცდილება: სკოლის ასაკის მოზარდებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში);
** ბანაკებისა და ტრენინგების გამოცდილება, მოხალისეობრივი საქმიანობა ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო კომპეტენციები:
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა ან პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო დღის განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). სამუშაო დღის დეტალური განრიგი განისაზღვრება სკოლის აკადემიური კალენდრის შესაბამისად;
კლასი: V-XI
ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ჰაუსმასტერი
ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|