დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვენგო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათ-კვირა
მოვალეობები:
** გადაზიდვის ფასის/ავტოტრანსპორტის მოძიება;
** ფასისა და ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი;
** ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** ახალი პარტნიორის ინტენსიურად მოძიება და ურთიერთობის დამყარება;
** არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკების წარმართვა;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;
** გადაზიდვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** პარტნიორებთან არსებული დავალიანების მართვა;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია თურქული ენის ცოდნა);
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@vengo.ge; m.kondaridze@vengo.ge. გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ლოგისტიკის მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|