Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი/ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი/ოპერატორი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "Detect" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის/ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათი 11:00-15:00 საჭიროებიდან გამომდინარე)
ანაზღაურება: 2000-2500ლ

პასუხისმგებლობები/მოთხოვნები:

** აუცილებელია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან/კრედიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
** შესყიდვებთან/რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების/რეპორტების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა;
** მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების შედარება;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტებისთვის მონაცემების მომზადება;
** ობიექტების მიხედვით მასალების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
** საწვავის ნაშთების კონტროლი, საწვავის ჩამოწერის აქტების გამზადება;
** ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოწესრიგებულობა

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მენეჯერი/ოპერატორი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე