Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - "iMart.ge"-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის ოცნებებსა და მიზნებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 12:00-19:00, შაბათი 12:00-16:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა"

სამუშაო აღწერილობა:

** საწყობში პროდუქციის განსაზღვრული წესის დაცვით ფიზიკურად და ავტოდამტვირთველის მეშვეობით ტვირთის დატვირთვა/ჩამოტვირთვა, კლასიფიკაცია, დასორტირება, დასტიკერება და დასაწყობება;
** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად დამუშავება. საწყობიდან პროდუქციის დროულად და წესის შესაბამისად გაცემა - დატვირთვისა და გაშვების უზრუნველყოფა;
** თვითგატანა - სტატუსის მქონე შეკვეთების ასაღებად საწყობის ტერიტორიაზე მოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროდუქციის დროული მომზადება გასაცემად;
** გარკვეული პერიოდულობით ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში ჩართულობა;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების / დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე - 2025 წლის 7 აგვისტომდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე career@imart.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: საწყობის თანამშრომელი.

iMart.ge გისურვებთ წარმატებებს!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge / 032 2 100 300
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე