დასახელება:
გიდი
|
მომწოდებელი:
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში), ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 387 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
** ექსკურსიების ჩატარება ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლების, სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის;
** საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა და შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიების ჩატარება;
** საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** შემეცნებითი სახის ბოტანიკური და ისტორიულ-კულტურული ექსკურსიებისათვის საინტერპრეტაციო მასალის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესად ჩაითვლება განათლება ტურიზმის, ეკოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ბიოლოგიის მიმართულებით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ბავშვებთან და მოზრდილებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 31.07.2025
** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge .
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|