Робота для біженців з України
საგანმანათლებლო პროექტების მართვის განყოფილების უფროსი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო პროექტების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: დადიანების სასახლეთა მუზემი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
სსიპ - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: საგანმანათლებლო პროექტების მართვის განყოფილების უფროსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ისტორიის, ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** სოციალურ ქსელებში მუშაობის გამოცდილება (ფბ-გვერდის მართვა);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციების შექმნა.

სამუშაოს აღწერილობა:

** კონკრეტული ასაკობრივი და სოციალური ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო პროექტების შექმნა;
** პროექტის პრეზენტაცია და მონაწილეთა მოზიდვა პროექტში;
** საგანმანათლებლო პროექტების ჯგუფის შექმნა მუზეუმში არსებული კადრების ბაზაზე;
** მუზეუმში დამთვალიერებელთა მოზიდვა;
** ექსკურსიების ჩატარება;
** მუზეუმში არსებული საექსკურსიო ტურის და საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება ორგანიზაციებისთვის;
** პარტნიორების მოძიება.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და არსებობის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი, არაუგვიანეს განცხადების განთავსების დღიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე dadianipalaces@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე