Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=646762&print=yes&view=jobs
 
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია "თბილისის ბულვარი", რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: IT სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამების, ანტივირუსების და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** PBX სისტემის ადმინისტრირება;
** ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ქსელის მხარდაჭერა;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
** რადიოსისტემებისა და აუდიოსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ვიდეომონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკის აღრიცხვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** Windows ოპერაციული სისტემის სრულყოფილი ცოდნა;
** ორგანიზატორული უნარები სხვადასხვა კომპლექსური საკითხის გადასაწყვეტად;
** მსგავს სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია