დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
XS სათამაშოები
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში და ერთი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
** პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები)
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი)
სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|