Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ცხვარიჭამია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საბადური ჰილსს
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
სასტუმრო და რესტორან "საბადური ჰილსს" ესაჭიროება ადმინისტრატორი.

ადგილმდებარეობა: ცხვარიჭამია.
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი.
ანაზღაურება: საათობრივი.
დასაქმებულების ტრანსპორტირებას: უზრუნველყოფს სასტუმრო მეტროსადგურ ახმეტელის ტერიტორიიდან.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება;
** სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების სისტემაში შეტანა;
** სტუმრების გაწერა (გაწერისთვის საჭირო ყველა პროცედურის გავლა)
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის სტუმრებისთვის შეთავაზება;
** სტუმრებთან თავაზიანი მოპყრობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: https://b24-ynat2t.bitrix24.site/crm_form_9ixao/.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე