Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=646694&print=yes&view=jobs
 
განშლის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განშლის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეო დეკორი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
კომპანია "ჯეო დეკორი" ავეჯის მასალების კომპანია აცხადებს ვაკანსიას განშლის ოპერატორის თანამდებობაზე.

"ჯეო დეკორი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების იმპორტიორ კომპანიას. მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი დიზაინის გამძლე და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამის საავეჯე მასალებს, ასევე ავეჯის დასამზადებლად თანამდეროვედ აღჭურვილ საწარმოში ხდება კლიენტების მოთხოვნილებებზე მორგებული უმაღლესი დონის მომსახურება (დაჭრა, დაწიბოვება, სნს მომსახურება).

ლოკაცია: თბილისი, ეველინა თავაძის 3 (ფეიქართა 3, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) მეტრო ღრმაღელედან 10 წუთი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** დამატებითი თავისუფალი დღე (dayoff)
** დასვენების დღე - კვირა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება;
** მომხმარებლის მიერ განშლის (საავეჯე მასალების განდეტალება) ზომების ჩანიშვნა საწარმოს სპეც პროგრამაში;
** დამატებითი საწარმოო მომსახურების საჭიროების დადგენა და შეთავაზება;
** გაყიდვების პროგრამაში - ERP (1C) მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** მინიმალური გეომეტრიის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება კომპანიის ხარჯზე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geodecor.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "განშლის ოპერატორი".

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია