Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=646691&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: TV 36
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"TV 36" ეძებს მოტივირებულ პროფესიონალებს, ვისაც სურს, გახდეს დინამიკური და ამბიციური გუნდის ნაწილი.

თუ გჯერა, რომ შენი ცოდნითა და ენერგიით შეგიძლია წვლილი შეიტანო ხარისხიანი ტელეპროდუქტის შექმნაში, გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოგვიერთდე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს 13 პოზიციაზე:

** ახალი ამბების წამყვანი (ქალი)
** ახალი ამბების წამყვანი (მამაკაცი)
** პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი
** პულტის რეჟისორი (ლაივის ეთერში გაყვანა, გასტრიმვა ყველა პლატფორმაზე, გადაცემის რეჟისურა)
** გარე ოპერატორი (სიუჟეტის გადაღება, მონტაჟი)
** სტუდიის ოპერატორი (პირდაპირი ეთერი)
** სტუდიის ხმის რეჟისორი (სტუდიური ხმის დაყენება და ხარისხის უზრუნველყოფა)
** ჩაწერების ხმის რეჟისორი (გარე გადაღებაზე ხმის ჩაწერა, ჩაწერის შემდეგ ხმის დამუშავება და მემონტაჟისათვის მიწოდება)
** ცენტრალური საეთეროს მენეჯერი (ბადის აწყობა, airbox -ზე მუშაობა)
** ანონსების რეჟისორ-მემონტაჟე (გადაცემების პრომოსა და ანონსების მომზადება)
** მემონტაჟე (სიუჟეტების და გადაცემების მონტაჟი)
** საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი (ნიუსების მომზადება, ე.წ. "ვიორსტკის" აწყობა, ნიუსების ხარისხის კონტროლი)
** ახალი ამბების ჟურნალისტი (სხვადასხვა გადაღებაზე წასვლა, რეპორტაჟების მომზადება)

როგორ შემოგვიერთდე?

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ ფოსტაზე: 36thchannel@gmail.com

შენიშვნა: წერილის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის ზუსტი დასახელება.

გელით, ერთად შევქმნათ უკეთესი ტელევიზია!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია