დასახელება:
აგრო მიმართულების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას აგრო მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე აღმოსავლეთ საქართველოში.
მდებარეობა: 30% თბილისი, 70% რეგიონები
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ვენახების სეზონური საქმიანობის დაგეგმვა და მართვა
** ტექნოლოგიური პროცესების ზედამხედველობა
** აგრონომებისა კოორდინაცია
** ბიუჯეტისა და რესურსების ოპტიმალური განაწილება
** ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე
** დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ნორმების დაცვა
** მარეგულირებელი სტრუქტურებთან ურთიერთობა
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობის ან ბიზნესის მართვის დიპლომი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში
** ლიდერული უნარები და ორგანიზაციული გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 ივლისი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|