Робота для біженців з України
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (40 საათი კვირაში). შესვენება 1 საათი;
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ა) ძირითადი მოვალეობები:

** ფაკულტეტზე დასაქმებულთა მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელების, მათ შორის სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობა და შესაბამისი დავალებების მიცემა;
** უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების პროცესის ზედამხედველობა კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
** ფაკულტეტის ბიუჯეტის სწორად ფორმირებისა და შემდგომი პროცესების განხორციელების კოორდინაცია;
** ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ეფექტიანი ადმინისტრირება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ (ებ)ისა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ზედამხედველობა;
** სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
** ფაკულტეტისთვის გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო რესურსების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე ზრუნვა;
** ფაკულტეტის საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობა და ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა;
** აკადემიური კალენდრისა და ცხრილების შედგენის პროცესის კოორდინაცია, შესაბამის პირებთან/ სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამის ხელმძღვანელის კანდიდატურისა და პროგრამის კომიტეტების შემადგენლობის რექტორისთვის წარდგენა;
** პროგრამის ხელმძღვანელების/თანახელმძღვანელების ზედამხედველობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განახლებისა და განხორციელების პროცესში;
** აკადემიური/მოწვეული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შესახებ წინადადებების წარდგენა შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულისთვის;
** შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ფაკულტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული პერსონალის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა;
** რექტორისთვის სტიპენდიატთა სიის წარდგენა;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში დროებითი და მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობის რექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
** სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისთვის ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარდგენა სტუდენტთა ჩარიცხვის, სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/დამატებით სემესტრში რეგისტრაციის შესახებ რექტორის ბრძანებების პროექტების მოსამზადებლად;
** ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მობილობის/შიდა მობილობისთვის გამოსაცხადებელი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და კოეფიციენტების განსაზღვრა პროგრამის ხელმძღვანელების/თანახელმძღვანელებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისთვის წარდგენა;
** პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების ფორმატის განსაზღვრა და რექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
** სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი მაგისტრანტების რანჟირების დოკუმენტის შედგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის და ინფორმაციის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისთვის წარდგენა;
** სტუდენტთა სწავლის დამადასტურებელი ცნობების, ნიშნების ფურცლის, ასევე სწავლის საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ცნობებისა და რეკომენდაციების გაცემა;
** ყოველ კვარტალურად სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისთვის შემუშავებული ფორმის შესაბამისად ანგარიშის წარდგენა, ფაკულტეტის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ვეტერინარიის მიმართულებით ან მომიჯნავე სპეციალობით ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა);
** უმაღლესი განათლება ვეტერინარიის მიმართულებით ან მომიჯნავე სპეციალობით ჩაითვლება უპირატესობად;

გ) პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ლიდერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** პროცესების დაგეგმვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სიახლეების ინიცირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ემპათია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე