დასახელება:
დაფასოების ხაზის ავტოდამტვირთველის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას დაფასოების ხაზის ავტოდამტვირთველის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - დინამიური, ცვლადი გრაფიკი (დღის და ღამის ცვლა)
ანაზღაურება - 1700 ლარი
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოდამტვირთველის წესების და ინსტრუქციების მიხედვით მართვა, ექსპლუატაციის წესების დაცვა;
** მზა პროდუქციის შეფუთვა და დასაწყობება შესაბამისი წესების დაცვით;
** ეტიკეტირებული შესაფუთი მასალების მიღება და აღრიცხვა;
** საჭირო დამხარე ან შესაფუთ მასალების მიწოდება დაფასოების ჯგუფისთვის;
** ხარისხის ჯგუფის მიერ შედგენილი წესების და ნორმების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო განათლება ან პროფესიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია - ინგლისური ენის ცოდნა (A1);
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის სერტიფიკატის ფლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0qmSe0xc
|
|
|
|