დასახელება:
პროდუქტის სპეციალისტი IT ანალიტიკის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
სინტაქსი
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პროექტების გუნდში პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე, IT ანალიტიკის მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტის/პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** სხვადასხვა სახის საოპერაციო პროცესებისა და მონაცემთა ბაზის დამუშავება;
** სხვადასხვა სახის მონაცემების შესაბამისი ვიზუალით პრეზენტირება (დიაგრამები, ჩარტები, პრეზენტაციები);
** პროდუქტის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათი სწორად იდენტიფიცირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა, თიქეთების მართვა და თრაბელშუთინგი;
** პროექტების ფარგლებში მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულება დედლაინების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების გუნდთან ერთად პროექტებში ჩართულობა და ტექნიკური დახმარების გაწევა;
** პროდუქტების დემო ვერსიების შექმნა და კლიენტებისთვის წარდგენა (გაყიდვების გუნდის დახმარება);
** საჭიროების შემთხვევაში ინფრასტრუქტურის გამართვა კლიენტებისთვის ადგილზე და ხარვეზის აღმოფხვრა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება IT ანალიტიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი.
სასურველია: ManageEngine-ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება (Servicedesk Plus, OpManager, Analytics Plus).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
|
|
|
|