Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი, დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი, დიასახლისი
მომწოდებელი: Red market
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სასურსათო მაღაზია "Red Market" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების კონსულტანტისა და დიასახლისის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: გორგასლის ქუჩა 115, მაღაზია "Red Market"

1) გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: 2/2, 9:00-დან 21:00-მდე

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა საქონლის ასორტიმენტთან დაკავშირებით;
** საქონლის დალაგება და ვადების კონტროლი;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, კეთილგანწყობა, ყურადღებიანობა;
** სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა

ხელფასი: 800-900 ლარი

2) დიასახლისი

სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9:00-დან 19:00-მდე

მოვალეობები:

** სისუფთავის დაცვა გაყიდვების ზონაში, კომუნალურ და სანიტარულ ოთახებში;
** იატაკის, ვიტრინების, თაროების, მინის ზედაპირების დროული დასუფთავება;
** ნაგვის გატანა, სახარჯი მასალების (ხელსახოცები, სარეცხი საშუალებები და ა.შ.) მარაგების კონტროლი

მოთხოვნები: სისუფთავე და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ხელფასი: 1 სამუშაო დღე 50 ლარი

საკონტაქტო ელფოსტა: redmarketbatumi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე