Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645870&print=yes&view=jobs
 
გენერალური დირექტორის თანაშემწე - მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gravita.ge/

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას.

პოზიცია: გენერალური დირექტორის თანაშემწე

ლოკაცია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი - გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ

სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დირექტორის დღის წესრიგის ორგანიზება და კალენდრის მართვა
** შეხვედრების დაგეგმვა, წინასწარი მომზადება და შემდგომი კომუნიკაცია
** წერილობითი და ზეპირი კორესპონდენციის მომზადება (შიდა და გარე კომუნიკაცია)
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, დასაწყობება და საჭიროებისამებრ განახლება
** პრეზენტაციების, მოხსენებებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება
** ვიზიტორების მიღება და კომუნიკაცია დირექტორის სახელით
** დირექტორის დავალებების შესრულება და მონიტორინგი
** კოორდინაცია სხვადასხვა შიდა დეპარტამენტებსა და გარე პარტნიორებს შორის
** მგზავრობებისა და მივლინებების დაგეგმვა და მხარდაჭერა
** კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხო მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან სხვა შესაბამისი სფერო)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office, Google Suite) მაღალ დონეზე ფლობა
** ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზების და დროის მართვის უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა
** მოქნილობა და მრავალფეროვან გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV მისამართზე: https://gravita.onday.ge/vacancy-list/apply/4ab1dac19dc1e6e984207855ed39531967541cbe

გისურვებთ წარმატებებს!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია