Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645869&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gravita.ge/

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას.

პოზიცია: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

ლოკაცია:სამშენებლო ობიექტი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კოორდინაცია და მართვა ობიექტზე
** სამუშაო გეგმის, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად პროცესების წარმართვა
** სუბკონტრაქტორების და მუშა ჯგუფების მუშაობის ზედამხედველობა
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
** უსაფრთხოების და შრომის ნორმების დაცვა (HSE)
** სამშენებლო ვადების და ბიუჯეტის დაცვაზე ზედამხედველობა
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დროული გადაწყვეტა
** ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგება ზედამხედველ მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV მისამართზე: https://gravita.onday.ge/vacancy-list/apply/ce7caeb5b6d39732a5edfb605f3da7a4f8e24e35

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია