Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645867&print=yes&view=jobs
 
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gravita.ge/.

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას.

პოზიცია: პროექტის მენეჯერი

სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სამშენებლო პროექტის სრული ციკლის მართვა: დაგეგმვიდან ჩაბარებამდე
** პროექტის გრაფიკის, ბიუჯეტისა და ხარისხის კონტროლი
** პროექტის რესურსების დაგეგმვა და ეფექტური განაწილება
** არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, სუბკონტრაქტორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია
** მშენებლობის პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
** რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება წარმოშობილ პრობლემებზე
** უსაფრთხოების სტანდარტების და სამშენებლო ნორმების დაცვა (HSE)
** დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება (აქტები, ხელშეკრულებები, გეგმა, რეპორტები და ა.შ.)
** პროექტის ფინანსური მხარის მართვა ხარჯთაღმრიცხველთან და ფინანსურ გუნდთან ერთად
** პროექტის ხარისხიანად და ვადებში დასრულების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მშენებლობაში, ინჟინერიაში ან შესაბამის დარგში
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში
** სამშენებლო ნორმების, ტექნოლოგიებისა და სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა
** პროექტების მართვის პროგრამების ფლობა (MS Project, AutoCAD, Excel და სხვ.)
** ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და მოლაპარაკების უნარები
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და მულტიფუნქციური გუნდის მართვის უნარი
** ინგლისური ენის ფლობა (სასურველია რუსულიც)

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV მისამართზე: https://gravita.onday.ge/vacancy-list/apply/dd53b4516c04a2a7f9f9d78f2dfa3b539fa02146

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია