დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
ბარი
|
გამოქვეყნდა: 28 ივნისი
/ ბოლო ვადა: 28 ივლისი
|
თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ბარი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე (2 ვაკანტური ადგილი)
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს ხალხთან კომუნიკაცია, უნდა იმუშაოს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ბარში და სურს, შეიძინოს ბარმენობის გამოცდილება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 0-1 წლამდე
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ჩვენი სტუმრების უმრავლესობა არის ინგლისურ ენოვანი)
** პუნქტუალურობა
** უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი
** მოწესრიგებული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისგან შეკვეთის მიღება
** კოქტეილების მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვით.
** ბარში პოზიტიური და მეგობრული გარემოს შექმნა.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 დღე
** სამუშაო საათები - 9
ანაზღაურება - შეთანხმებით (გათვალისწინებული იქნება ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელფასი გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.
კომპანია უზრუნველყოფს პროფესიული ტრენინგების ჩატარებას.
სამუშაო საათების შემდეგ სახლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მუშაობას მეგობრულ გუნდში
** განვითარების პერსპექტივას
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: soluckytbilisi@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|