Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645823&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბლექ სი დისთრიბუშენი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 900-1000 ლარი + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო განათლება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება სავაჭრო ობიექტებში;
** არსებული პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქციის ობიექტებიდან დაბრუნებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;
** პროდუქციის რეალიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ეტიკეტირება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მარკეტინგული მასალებით გაფორმება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2025 წლის 20 ივლისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია