დასახელება:
უფროსი ოსტატი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის, მაღალი ძაბვის განყოფილების, 35-110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის უფროსი ოსტატის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** გამანაწილებელ ქსელში მუშაობის არანაკლებ 1-3 წლის გამოცდილება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, კომუნიკაბელურობა;
** ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა:
- MS Office (Word, Excel, Powerpoint)
- MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** მონაწილეობას იღებს ელექტროდანადგარების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის კალენდარული გრაფიკების (გეგმების) შემუშავებაში და ახორციელებს კონტროლს გრაფიკების დროულად შესრულებაზე;
** აკონტროლებს მაღალი ძაბვის ქსელის დათვალიერების პროცესს, ადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას;
** აკონტროლებს შესაკეთებელი დანადგარების ტექნიკური დათვალიერების და დაწუნებას პროცესს, ადგენს აღდგენისათვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების მოცულობას
** აფორმებს განწესებს და განკარგულებებს სამუშაოების შესრულებაზე;
** აკონტროლებს დავალებების დროულ დახარისხიან შესრულებას, ოპერაციების ტექნოლოგიურ თანმიმდევრობას;
** აკონტროლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და ინვენტარის გამართულობას, მთლიანობას;
** სამუშაოს დაწყებამდე ატარებს ბრიგადის წევრთათვის მიმდინარე ინსტრუქტაჟს
** აკონტროლებს სამუშაო ადგილების მომზადებას და სამუშაოზე ბრიგადის 35-110კვ ეგხ-ზე დაშვებას;
** იბარებს დასრულებულ სამუშაოებს, ამოწმებს შესრულების ხარისხს, აწარმოებს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
** ახორციელებს გახარჯული საწარმოო საჭიროებისათვის მატერიალური რესურსების ჩამოწერას;
** სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევისას
აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება 35-110 კვ ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია
ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|