დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ბორან ლაითი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე კახეთის რეგიონში (პრისელერი).
კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
მოვალეობები:
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30;
** ანაზღაურება: 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე;
** კომპანიის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა.
** მისამართი: გურჯაანი, დ. გურამიშვილის შეს.N7 ა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.bedenashvili26@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|