Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645465&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
** მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფეტურობის შეფასება, ანალიტიკა;
** დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;
** კონკურენტების ფასების ანალიზი;
** ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
** სასურველია 1 С ოპერაციული სისტემის გამოცდილება.
** ინგლისური (აუცილებელი) - რუსული (სასურველი)

სხვა უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი გამოცდილების შესაბამისად.
** მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N113დ.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** FitPass.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების - ანალიტიკოსი".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია