Робота для біженців з України
ოთხფეხა მეგობრის მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოთხფეხა მეგობრის მრჩეველი
მომწოდებელი: ფეთვერსი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია "ფეთვერსი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. საქმიანობის დასაწყისიდან "ფეთვერსი" საქართველოში წარმოადგენს ცხოველების ჰიპერპრემიუმ კლასის საკვების იტალიურ ბრენდს, Farmina, რომელმაც მალევე მოიპოვა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიყვარული.

2024 წლიდან "ფეთვერსის" ბრენდების პროფილში Farmina-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის გარდა, გამოჩნდა ბელგიური პრემიუმ კლასის აქსესუარებისა და ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი M-Pets.

კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, 2024 წლიდან, თბილისში, კოსტავას #71-ში, "ფეთვერსის" შოურუმი გაიხსნა, იზრდება სადისტრიბუციო ქსელი, პარტნიორი მაღაზიებისა და ბრენდების რიცხვიც.

ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ოთხფეხა მეგობრის მრჩევლის ვაკანსიას შოურუმში.

სახელფასო ბიუჯეტი: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: 10:00-21:00; (კვირაში 40 საათი, ცვლებში)
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** ეფექტური გაყიდვები;
** პროდუქციის თვისებებისა და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტაცია;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საქმიანობის წარმოება

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ცხოველების სიყვარული

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: contact@petverse.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

"Petverse"-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.petverse.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე