Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645149&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ტრენაჟორების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტრენაჟორების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
თანდართული ფაილი: 645149_satendero_dokumentacia_9991945.zip
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ტრენაჟორების შესყიდვის თაობაზე.

** ტექ. დახასიათება მოცემულია დანართში #1-ში
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #2
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3

სატენდერო წინადადებების წარდგენა დასაშვებია როგორც სრულად ასევე ნაწილობრივ.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად მისაწოდებელი საქონლის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** მიწოდების ვადა;
** საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
** შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა - საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით, 2025 წლის 07 ივლისს 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
** სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა - დანართი#1 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, "ექსელის" ფორმატში.
** ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით;
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია, ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
** საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;
** ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს "ავერსის კლინიკა"-ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, აფიდავიტისა, დანართის #1 და კატალოგისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე
სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას
აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

1. ნინი ნანავა
"ავერსის კლინიკა"-ს ფიტნეს მიმართულების მენეჯერი, ტელ: 571 33 45 25
ელ.ფოსტა: Nini.Nanava@aversi.ge;

2. ანი მამუჩიშვილი "ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი, ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია