დასახელება:
ხელოსანი - საამქროს ოსტატი
|
მომწოდებელი:
ოთხი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
"ოთხი" არის ფოტოცენტრის შვილობილი, ჩარჩოების და დეკორის კომპანია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი მთავარი სპეციალიზაციაა სხვადასხვა სპორტული და რელიქვიური ინვენტარის ჩარჩოში ჩასმა. თუმცა აქტიურად ვითვისებთ სხვა მიმართულებებსაც: სერტიფიკატების, ფერწერული ნიმუშების, ტილოების და ა.შ. ნიმუშების გაჩარჩოება.
გაეცანით ჩვენს საქმიანობაზე მეტ ინფორმაციას შემდეგ ბმულებზე:
Facebook: https://www.facebook.com/4otxi
Instagram: https://www.instagram.com/otxi.ge/
Tiktok: https://www.tiktok.com/@otxi.ge
კომპანია "ოთხში" გვაქვს ვაკანსია ჩარჩოების ხელოსნის - საამქროს ოსტატის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი- ეს აუცილებელი მოთხოვნაა, ვინაიდან ჩვენი გუნდი სწრაფად ვითარდება და იზრდება;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** პროგრესული;
** მარტივად ადაპტირებადი სიახლეებთან.
სამუშაო მოვალეობები:
** საამქროს შეკვეთებზე მუშაობა, რომელიც მოიცავს არამხოლოდ სტანდარტული ჩარჩოების დამზადებას, არამედ უფრო რთული სპეციფიკაციის ჩარჩოებსაც სპორტული მაისურებისთვის, ჯუდოგებისთვის და ა.შ.
** სამუშაო ადგილზე ზუსტ დროს გამოცხადება: 10:00-19:00-სამუშაო დრო;
** საამქროს დანადგარებთან აკურატული და მოწესრიგებული მუშაობა, დანადგარების გამართულობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოსტატს;
** სისუფთავის დაცვა სამუშაო ადგილზე, სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო სივრცის დასუფთავება;
** მენეჯმენტის მიერ დაწესებული წესების ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა სამუშაო პროცესების მოწყობასთან დაკავშირებით.
სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
ანაზღაურება: 1500 ლ (ხელზე ასაღები) + ბონუსები
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: ceo@photoplaza.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|