Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645110&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ფოტოცენტრი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ფოტოცენტრი წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტო მომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას. კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით და უახლესი ე-კომერს პლატფორმით: photocenter.ge

მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge
ვებ გვერდზე: photocenter.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** აღებული შეკვეთების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა;
** სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1-1.5 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელური;
** კომუნიკაბელური;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
მისამართი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: ceo@photoplaza.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია