Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=645105&print=yes&view=jobs
 
სატვირთო და სპეც. ტექნიკის სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთო და სპეც. ტექნიკის სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
ანაზღაურება: 2500- 3000 ლარი

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის სატვირთო და სპეც ტექნიკის სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისში მიღება, რეგისტრაცია, შემოწმება და ტექნიკური გამართვა;
** სერვისში არსებული დიდი და სპეც ტექნიკის პროფილაქტიკური სამუშაოს გაწევის ვადებისა და სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა, დაგეგმარება და აღსრულება;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა შესყიდვების განყოფილებისგან;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სერვისის ტერიტორიისა (ბოქსების) და სახელოსნო ინვენტარის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** სატვირთო და სპეც ტექნიკისათვის ჩატარებული პროფილაქტიკური სამუშაოების აღრიცხვა;
** საჭიროებისამებრ კომპანიის სერვისით მოსარგებლე ტექნიკის გარემონტებისთვის საჭირო კომპანიის მოძებნა და პირობების შეთანხმება;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
** სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია