დასახელება:
ბილინგის მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს შემოსავლების აღრიცხვის და ბილინგის სამსახურის ბილინგის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - ბათუმი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ანაზღაურება - 1810 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** აეროპორტში სალაროს მუშაობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ავიაკომპანიებისგან გამოწერილი ბილების საფუძველზე საჭიროებისამებრ თანხის მიღება როგორც ნაღდი ისე უნაღდო ფორმით;
** სალარო ოპერაციების დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება, შემოსული ნაღდი თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დროულად შეტანა;
** სალარო აპარატის და ბანკის ტერმინალის ზეტ ანგარიშის ამოღება და ფაქტობრივად არსებულ ნაშთთან შედარება;
** კლიენტისთვის მომსახურების ანგარიშების წარდგენა თითოეული რეისის მიხედვით;
** ყოველდღიური პირველადი დოკუმენტების, სერვის-ფორმების და სხვ. მიღება, შემოწმება-დამუშავება, შენახვა, მათში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა თუ მცდარ ინფორმაციაზე დროული და სწორი რეაგირება, შესაბამისი პროგრამული გატარებების სწორად, შეუფერხებლად და ეფექტურად შესრულება;
** პირველად დოკუმენტებში ნაკლოვანებების, არასწორი თუ ცრუ ინფორმაციის გამოვლენისას დოკუმენტის წარმომდგენისა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ ოფიციალურად მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** მოლარე-ოპერატორად ან/და ბუღალტერიაში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება/წერითი დავალება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|