Робота для біженців з України
პრომო კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯეოიმპორტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია შპს "ჯეოიმპორტი" აცხადებს ვაკანსიას პრომო კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "შპს ჯეოიმპორტი" ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შპალერების იმპორტს. კომპანიას აქვს საკუთარი მაღაზიები და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე.

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჰიპერმარკეტი დომინო-დიღმის ფილიალი
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება, პროდუქციის განახლება და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** ახალი მოდელების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი.
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, აუცილებლად ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ მისამართზე: geo-import@hotmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე