დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კომპანია დაინტერესებულია სამსახურში აიყვანოს მძღოლი თანამშრომლის გადაადგილებისათვის.
ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, პერიოდული მივლინება რეგიონებში;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
მოვალეობები:
** თანამშრომლების გადაადგილება თბილისის მასშტაბით, კვირის განმავლობაში, სამუშაო დღეებში;
** მგზავრის ან კომპანიის სტუმრის აეროპორტში დახვედრა ან გაცილება;
** სხვა სამუშაო, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მძღოლის ფუნქციების შესრულებასთან.
კვალიფიკაცია და უნარები:
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ავტომობილის მართვის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
** კარგად ერკვეოდეს ავტომობილებში და შეეძლოს ავტომობილის სერვისის საჭიროების დროული განსაზღვრა;
** სამსახურებრივი ავტომანქანა იქონიოს მოწესრიგებულ, სუფთა მდგომარეობაში;
** იყოს პუნქტუალური და ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
საბაზისო/საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარიდან (NET/ხელზე ასაღები თანხა);
გთხოვთ, ავტობიოგრაფია ფოტო-სურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: advancedinc.hr@gmail.com.
|
|
|
|