Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", "აი სი არ ჰოუმ ბათუმი", ონლაინ მაღაზია ICRHOME კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "ლაბორატორია ჩემი სახლი"-ის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 125
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ორი ტიპის ბონუსი: გუნდური და ინდივიდუალური.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საგამოფენო სივრცეში არსებული პროდუქციის მოწესრიგებულ იერსახეზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესების შემთხვევაში 2025 წლის 20 ივლისამდე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე, vacancymyhome@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების კონსულტანტი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჩემი სახლი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე