Робота для біженців з України
მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემონტაჟე
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "გარანტი ჯგუფი" ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.

მეტი კომპანიის შესახებ: http://garantigroup.ge/

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფში მემონტაჟის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისაკიანის ქუჩა N1 (თემქა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამომუშავებით, სახელფასო დიაპაზონი 2500 ლარიდან + ხელზე ასაღები თანხა;

ძირითადი მოვალეობა: ალუმინისა და მეტალპლასტმასის კონსტრუქციების ობიექტზე დამონტაჟება

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია შესაბამისი გამოცდილება
** დისციპლინირებული
** დაუზარელი
** კეთილსინდისიერი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მემონტაჟე".

ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდეთ 598 14 38 38.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "გარანტი ჯგუფმა"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე