დასახელება:
სტომატოლოგის ასისტენტი/მედდა
|
მომწოდებელი:
NB Dental
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კლინიკა "NB Dental" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგის ასისტენტის (მედდა) პოზიციაზე
ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!
კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. N1 (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)
ძირითადი სამუშაო-აღწერილობა:
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარიული წესების დაცვა, ინსტრუმენტებისა და მასალების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
** სტომატოლოგიური ინვენტარების მოწესრიგება, დალაგება და დამუშავება;
** ექიმის სამედიცინო პროცედურებში აქტიური დახმარება;
** ინვენტარის კონტროლი, საჭიროებისამებრ შევსება და გამოტანა;
** ჩატარებული პროცედურების შესახებ დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოება და მიმდინარეობა
კომპეტენცია და პიროვნული უნარები:
** პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება სტომატოლოგის ასისტენტად ან მედდად;
** სასურველია კანდიდატს შეეძლოს სრულ გრაფიკზე მუშაობა;
** განიხილება რეზიდენტურის სტუდენტებიც;
** აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალებსა და ჰიგიენას მიმართ
ჩვენთან გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** საათობრივ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გუნდს და განვითარების შესაძლებლობას!
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე career@nbdental.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|