დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კრაფტ ფუდი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
"Craft Food" რესტორნების შვილობილი კომპანია - "Craft Food ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
"Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით.
"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.
"Craft Food" რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00.
** ანაზღაურება: 2000-2500, კვალიფიკაციის შესაბამისად.
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, მელიქიშვილის 2ა.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების გამართულად მუშაობის კონტროლი
** საქონლის მიღების კონტროლი
** წარმოებაში არსებული ყოველდღიური პროცესების მართვა და დაგეგმვა;
** საწარმოო პროცესების კონტროლი;
** საწარმოო მარაგების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკების დაცვა;
** დანადგარებისა და ელექტრო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება, დეგუსტაციების დაგეგმვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია: კვების ტექნოლოგი, ბიზნეს ადმინისტრირება და მომიჯნავე დარგები;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 24 ივლისი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "წარმოების მენეჯერი".
|
|
|
|