Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=644792&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლივიო
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"ლივიო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

მშენებარე ბინების გაყიდვის უზრუნველყოფა:

** კლიენტებისთვის ბინების პრეზენტაცია (ონლაინ და პირადად);
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა ინტერესი → ხელშეკრულება.

კლიენტებთან კომუნიკაცია:

** ყოველდღიური კონტაქტი პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
** საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ფასები, გადახდის გრაფიკი, სამშენებლო ეტაპები);
** პროექტის ფინანსური და ტექნიკური დეტალების ახსნა მარტივი ენით.

უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და რეპორტის მომზადება შესაბამისი ხელმძღვანელებისთვის:

** კონკურენტების ფასებისა და შეთავაზებების მონიტორინგი;
** ბაზარზე მოთხოვნის/წინადადების შეფასება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.

დოკუმენტაციის მართვა და შეთანხმებების მომზადება:

** ხელშეკრულებების მომზადება (იურისტთან ერთად);
** გადახდების გრაფიკების კოორდინაცია;
** მომხმარებლის დოკუმენტაციის შეგროვება.

ფაილების სისტემის და ბაზების განახლება:

** ლიდების/მომხმარებლების მონაცემების შეყვანა შესაბამის ფაილში -ში;
** სტატუსების განახლება და მომხმარებლების პროგრესის კონტროლი.

დამატებითი გაყიდვების და რეკომენდაციების მოპოვება:

** კმაყოფილი კლიენტებისგან რეფერალების მოზიდვა;
** პრომო და მარკეტინგული აქციების მხარდაჭერა.

უფლებები:

** ჰქონდეს წვდომა ყველა გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებსა და საინფორმაციო რესურსებზე;
** მიიღოს მონაწილეობა გაყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში;
** შესთავაზოს ბონუს სისტემის ცვლილებები მიზნების მიღწევის საფუძველზე;
** ჰქონდეს კონსულტაციის უფლება მენეჯმენტთან სტრატეგიულ საკითხებზე;
** გამოიყენოს კომპანიის სახელით გაყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

ვალდებულებები:

** გაყიდვების გეგმის შესრულება თვიურად/კვარტალში;
** კლიენტების ინტერესების პატივისცემა და კორპორაციული ეთიკის დაცვა;
** ინფორმაცია არ მიაწოდოს მესამე პირებს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე;
** სამშენებლო პროცესის შესახებ მიმდინარე ინფორმაციის ცოდნა;
** გადახდის გრაფიკების და ფასების ზუსტი კომუნიკაცია კლიენტებთან;
** ყველა გაყიდვის აღრიცხვა და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის.

საკონტაქტო მეილი: Info@livio.ge
საკონტაქტო ნომერი: 577 30 76 67
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია