Робота для біженців з України
მნიშვნელოვან კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მნიშვნელოვან კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიემ გრუპი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს "ჯიემ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას - მნიშვნელოვან კლიენტთა მომსახურების მენეჯერის (Key Account) პოზიციაზე:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** დღისა და კვირის სამუშაო განრიგის დაგეგმვა და კონტროლი;
** ვადაგადაცილებული ვალების ყოველდღიური კონტროლი, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პრობლემურ ვალებზე მუშაობა;
** ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება (ფასების კონტროლი, ახალი პოზიციების შეთავაზება;
** სთორჩექებზე გასვლა, შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა;
** წინა დღის სთორჩეკის შედეგების გავლა;
** გეგმების მიმდინარეობის გავლა;
** კონკურენტების მონიტორინგი ფასების თუ სხვადასხვა აქტივობების;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აქციების და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** ქსელებთან პროდუქციის ახალი ფასების, აქციების გადაგზავნა;
** ქეშბექის მონიტორინგი და მოთხოვნის ფორმის შევსება-გადაგზავნა ბუღალტერიასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@bagi.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე