დასახელება:
ცვლის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
ლასარე
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ცვლის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით
მისამართი: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათი
** სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროდან
** Fitpass
** ყოველთვიურ ბონუსს გამოსაცდელი ვადის შემდეგ
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის ოპერაციებისთვის აუცილებელი საავიაციო და საბაჟო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და დამუშავება
** საავიაციო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული გადამოწმებული დოკუმენტაციის დროული გადაგზავნა შესაბამის განყოფილებებში
** DG (სახიფათო ტვირთების), ცხოველების, ძვირფასი ტვირთების (VAL/VUN), მალფუჭებადი (PER/PIL) და სხვა სპეციალური კატეგორიის ტვირთების დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საოპერაციო სამსახურის გუნდის მუშაობის მონიტორინგი
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი
** ახალი თანამშრომლების სწავლების პროცესის შეფასება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხელშეწყობა
** საწყობის, საბაჟოს, ავიაკომპანიების და აგენტების კოორდინაცია დოკუმენტური საკითხების მოსაგვარებლად
** ტვირთის/ფოსტის გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება
** ავიაკომპანიების და საბაჟო სისტემებში შეტანილი მონაცემების კონტროლი და გადამოწმება
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა
** ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების ინიციატივები
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა როგორც წერილობით, ისე ვერბალურ ნაწილში
** ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გუნდის მართვის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება)
** პასუხისმგებლობის აღების უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ლასარეში დაგხვდებათ:
** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** გუნდური სამუშაო გარემო
თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge;
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
|
|
|
|