დასახელება:
დეკრეტის შემცვლელი მოლარე-ოპერატორი, ბუღალტრის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგების სისტემების იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. დეკრეტის შემცვლელი მოლარე-ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი კოსმონავტების სანაპირო 51 ბ
კომპანია უზრუნველყოფს: კვებას და დაზღვევას
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება (მოლარეს აქვს პირადი ოთახი და არ უწევს კლიენტთან კონტაქტი)
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია არა სავალდებულო)
** საოფისე პროგრამების ფლობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00სთ-დან 18:00სთ-მდე);
კვირა მოკლე სამუშაო დღე
2. ბუღალტრის თანაშემწე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების, საწვავის კონტროლი და აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Microsoft Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა და მასში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. (სასურველია 1C პროგრამასთან)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; კვირას 10:00-15:00
ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე, გამოცდილების მიხედვით
კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას
საწყის ეტაპზე ორგანიზაციის პროგრამის და ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლა-გაცნობა განხორციელდება ადგილზევე.
ლოკაცია: თბილისი, კოსმონავტების სანაპირო 51 ბ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV პოზიციის მითითებით და სურათით მეილზე: tamarihelio@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 577 080955.
|
|
|
|