Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=644756&print=yes&view=jobs
 
სტაჟირებას პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირებას პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: SOLVIT
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანია "სოლვიტი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. იგი ორიენტირებულია, მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, ასევე IT ვენდორებთან.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

კომპანია "სოლვიტი" აცხადებს სტაჟირებას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ბოხუას #4
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.

ჩვენ გთავაზობთ:

** კეთილგანწყობილ და მეგობრულ სოციალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შენს სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნვას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის დეტალური გეგმების შემუშავება მენეჯმენტთან ერთად;
** პროექტის ორგანიზება და ვადების კონტროლი.
** რესურსების ხელმისაწვდომობის და განაწილების უზრუნველყოფა.
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან.
** კლიენტებთან მყარი ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** თითოეული პროექტის დროულად მიწოდება ბიუჯეტისა და მოცულობის ფარგლებში.
** კოორდინაციის გაწევა თანამშრომლებისთვის და პროცესებისთვის, პროდუქტების დროულად მიწოდების და სასურველი შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად.
** პროექტის შესრულების გაზომვა, შესაბამისი სისტემების, ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და პროექტების მართვის მიმართულებით კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE)
** ინგლისური ენა (B2)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟიორი - პროექტების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია