Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=644746&print=yes&view=jobs
 
ესკალატორის მემანქანე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ესკალატორის მემანქანე
მომწოდებელი: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს -
განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს ესკალატორის მემანქანის მოსამზადებელ ორი თვიან კურსებზე ჩასარიცხად გასაუბრებას

გასაუბრების გავლის შემდეგ მოსამზადებელ ჯგუფში ჩაირიცხებიან ის მსურველები, რომლებიც დადებითად შეფასდებიან

ესკალატორის მემანქანის პოზიციის შრომის პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ესკალატორის მემანქანის პოზიცია - ცვლიანი. ცვლის ხანგრძლივობა 12 საათი.
ანაზღაურება: ესკალატორის მემანქანის პოზიცია - 8, 07 ლარი საათში - 8, 31 ლარი საათში.

კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ:

** საბაზისო უფასო სამედიცინო დაზღვევით.
** შვებულება 24 სამუშაო დღე, ასევე დამატებითი ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები 2 სამუშაო დღე და 10 კალენდარული დღე.
** დანამატი შრომის მავნე პირობებისთვის 100 ლარი თვეში
** წელიწადში ერთჯერადად 5 წლიანი სტაჟის შემდეგ წელთა ნამსახურების ჯილდო

ფუნქცია-მოვალეობები:

** ესკალატორის მემანქანე ვალდებულია უზრუნველყოს საესკალატორო სადგურში არსებული მოწყობილობა-დანადგარების ხარისხიანი მოვლა-შენახვა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა;
** პასუხისმგებელია დამტკიცებული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ზოგადი განათლების სრული კურსი.

უნარები/კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

მიღების ვადა განისაზღვროს გამოქვეყნებიდან 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით.

ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; ZAsatiani@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია