დასახელება:
მტვირთავი/საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
სატრანსპორტო კომპანია KTL - "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავი/საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეძლოს სასაწყობო ავტოდამტვირთველის (როგორც გაზზე მომუშავე, ისე ელექტრო ენერგიაზე მომუშავე) სრულფასოვანი მოხმარება.
სამუშაო ადგილი: ლილო, ი. იუმაშევის 14, თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 09:30-18:00
ფუნქცია მოვალეობები:
** ფიზიკურად და ავტოდამტვირთველის მეშვეობით ტვირთის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და განსაზღვრულ ადგილას დასაწყობება
** პროდუქციის დაპალეტება
** ყუთების დათვლა, აწყობა, დაშლა
** ავტოდამტვირთველის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა
** მენეჯერისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები: ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ყოველთვიური ანაზღაურება 1300 ლარი (ხელზე ასაღები).
3 თვიანი საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ, გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ხელფასის მომატების პერსპექტივით. ასევე დაემატება ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 76 86 82
ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.
|
|
|
|